როგორ მოვხვდეთ პარკში?
თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით. მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და # 90 ავტობუსი ორბელიანის მოედნიდან. დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია ფუნიკულიორითა და საბაგირო გზის მეშვეობით.
პარკის რუკა